18.04.2024
- Advertisement -spot_img

მეუფე სტეფანე – თურმე, ვინმე ელჩი რამეს იტყვის, ის არის ერთადერთი ჭეშმარიტება და ღმერთი, რასაც ამბობს, ის არაფერია

ეკლესიამ მკაფიოდ და ზუსტად ორჯერ გამოაცხადა, კიდევ გამოაცხადებს რამდენჯერაც საჭირო იქნება, რომ ჩვენ ვერ დავუშვებთ ჩვენს ქვეყანაში ცოდვის მონობის პროპაგანდირებას, – ამის შესახებ ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განაცხადა.

„ვიღაც ცოდვის მონობაში მყოფი ადამიანების ჯგუფი, რომელსაც მხარს უჭერს გარკვეული საერთაშორისო მაფია, რომელსაც ეს სჭირდება გარკვეული პოლიტიკური მიზნებისთვის და ეს ლიბერალიზმის იდეოლოგია, რომელიც ქრისტიანობის საწინააღმდეგო, ბოროტისგან შემოტანილი, ეს დაგვიყენეს, როგორც არბიტრი ჩვენს ცხოვრებაში. თურმე, ვინმე ელჩი რამეს იტყვის, ის არის ერთადერთი ჭეშმარიტება და ღმერთი, რასაც ამბობს, ის არაფერი არ არის. ეკლესიამ მკაფიოდ და ზუსტად ორჯერ გამოაცხადა, კიდევ გამოაცხადებს რამდენჯერაც საჭირო იქნება, რომ ჩვენ ვერ დავუშვებთ ჩვენს ქვეყანაში ცოდვის მონობის პროპაგანდირებას“,-აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img