მღვდელ ვახტანგ თოხაძეს, რომელმაც გუშინ, ოზურგეთში პრორუსული “ალტ-ინფოს” ოფისი აკურთხა, შემოქმედის ეპარქიამ დროებით მსახურება შეუჩერა.
გუშინ, ტელეკომპანია “პირველთან” საუბრისას მას ჟურნალისტმა უთხრა, რომ რუსები უკრაინაში ქალებს და ბავშვებს ხოცავენ და აუპატიურებენ, რაზეც სასულიერო პირმა უპასუხა: “მასე აკეთებს ყველა. როცა ომია ქალებიც და ბავშვებიც კვდებიან”.
მღვდელმსახურების შეჩერებასთან დაკავშირებით შემოქმედის ეპარქია დამატებით კომენტარს არ აკეთებს.