24.04.2024
- Advertisement -spot_img

მიხალკოვი აფხაზ სეპარატისტებს კინემატოგრაფიის განვითარებაში დაეხმარება

ცნობილი რუსი კინორეჟისორი, შრომის გმირი და ე.წ. „ძველი თაობის“ ქართველი ხელოვნებისთვის კარგად ნაცნობი ნიკიტა მიხალკოვი, მოსკოვში, კრემლის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მმართველი რეჟიმის ე.წ. კულტურის მინისტრს, გუდისა აგრბას შეხვდა.

მიხალკოვმა სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენელთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ის მზად არის მატერიალურ-ტექნიკური ხასიათის მხარდაჭერა გაუწიოს ახალგაზრდულ მოძრაობას სახელად – „აფხაზეთის მომავალი“, კულტურულ და კინემატოგრაფიულ  საქმიანობაში.

მიხალკოვი აქტიურად არის ჩართული კრემლის ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელების საქმეში. ის “ბესოგონ ტვ”-ის ავტორი და წამყვანია სადაც კოლექტიურ დასავლეთზე უამრავ ცრუ ინფორმაციასა და ამბებს ავრცელებს. აღნიშნული გადაცემის ქართული, ტექსტუალური ტრანსკრიპტები საქართველოში შესაძლებელია პრორუსულ მედიაში, კონკრეტულად კი, „საქართველო და მსოფლიოს“ ვებ-გვერდზე ვრცელდება ხოლმე.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img