20.04.2024
- Advertisement -spot_img

მიხეილ ყაველაშვილი: „თუ კახი კალაძე კანდიდატურას დააყენებს, ის იქნება უალტერნატივო და აუცილებლად გაიმარჯვებს“

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე და კანდიდატებზე ისაუბრა. 

როგორც ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუ თბილისის მერი, კახი კალაძე ხელმეორედ დააყენებს კანდიდატურას, ის  უალტერნატივო იქნება და აუცილებლად გაიმარჯვებს.

მისივე თქმით, “დედაქალაქს დღეს ღირსეული მერი ჰყავს”.

“გვექნება მსჯელობა და ყველა კანდიდატს გავივლით. პროცესია ჩვეულებრივია. თუ კახი კალაძე კანდიდატურას დააყენებს, ის იქნება უალტერნატივო და აუცილებლად გაიმარჯვებს”, – განაცხადა ყაველაშვილმა.

დღეს, “ქართული ოცნების” ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ მმართველმა გუნდმა  თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება და კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყო.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img