23.11.2024

მიხეილ სააკაშვილი – სანდრას რატომ არ ასამართლებენ, ხარჯების დიდი ნაწილი სანდრასია, სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე

სანდრას რატომ არ ასამართლებენ? ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრასი, სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე, იმიტომ რომ ამ ხარჯების მეოთხედი და მეხუთედი სანდრასია, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხარჯებში მოცემული ბოტოქსის პროცედურა, არა კოსმეტიკური მიზნით, არამედ კანის ნერვების სამკურნალოდ ჩაუტარდა.

„რაც შეეხება ხარჯებს, ევროპის სახალხო პარტიის ყრილობა გაიმართა ბელგიაში, გერმანიაში მერკელთან შეხვედრა, მიუნხენის კონფერეცია, აშშ-ში პირველი ჩემი შესაძლებლობა იყო ობამასა და ბაიდენს შევხვედროდი ერთად, ამ 9 მილიონში ეს ხარჯიცაა და ამისთვის მისჯიან 11 წელს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ჩავიდა ამერიკის პრეზიდენტთან შესახვედრად. ხარჯებში შეტანილი აქვთ, ძალიან საეჭვო ამბავი მოხდაო, ერთი და იგივე დღეს სააკაშვილი და ალბერტო ტომბა სრიალებენ მყინვარზეო, მსოფლიოს ყველაზე დიდმა მოთხილამურემ შემოგვიარა, კუბდარი მოენატრა ეტყობა, ბავშვობიდან ოცნებობდა, ვისრიალეთ მყინვარწვერზე, იმავე დღესო, ესეც საეჭვოაო, ჩავიდნენ და შავ ზღვაში ჩაყვინთესო. თქვენ გგონიათ 80 ათასი ტურისტიდან 8 მილიონამდე თავისით შემოგესივნენ და თავზე დაგვეცნენ?

მე აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ სანდრას უამრავი ხარჯია, ბავშვებზე საჩუქრები, საწოლის ყიდვა ერთ-ერთ შშმ ბავშვზე, ბატუტიანი საწოლი არ გეგონოთ, უამრავი სხვა, სანდრას რატომ არ ასამართლებენ, ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრასი, სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე, იმიტომ რომ ამ ხარჯების მეოთხედი და მეხუთედი სანდრასია. ოღონდ სანამ სანდრას ედავებით, გაიხსენეთ, რომ სანდრამ სამედიცინო სფეროში საქართველოში 100 მილიონი ევროს გრანტი შემოიტანა. სანდრას მეშვეობით 4-ჯერ ნაკლები ქართველი ქალი კვდება მკერდის კიბოთი, ყველა ციხის ექიმი გეტყვით რამდენი რაღაც აქვს გაკეთებული ციხის ჯანდაცვისთვის, დაწყებული ტუბერკულოზიდან და ა.შ. სანდრა არ არის კორუფციონერი? სანდრა და მე გენერალური ასამბლეის სესიაზე ნიუ-იორკში ერთად ვიყავით და აღმოაჩნდა სასწრაფო ონკოლოგიური პრობლემა, სასწრაფოდ ნიუ -იორკ ჰოსპიტალში გავუკეთეთ ოპერაცია და დაჯდა საკმაოდ ძვირი თანხა. რატომ არ არის ეს თანხა შეტანილი? რაც შეეხება ლეგენდარულ ბოტოქსს, ეს არის აბსოლუტური სიცრუე, ჰკითხეთ, გაუგზავნეთ ყველა იმ კლინიკას კითხვა და მიიღეთ იმათგან დადასტურება – იყო ეს კოსმეტიკური პროცედურა თუ იყო ჩვეულებრივი კანის სნეულების მკურნალობა, რომელიც დამემართა 2008 წლის შემდეგ ნერვულ ნიადაგზე როგორც ექიმები ამბოდნენ. სურათებზეც შეგიძლიათ ნახოთ როგორ მაქვს დასიებული სახე, რომელიც რეგულარულად საჭიროებდა აპარატზე მიერთებას და ა.შ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img