20.04.2024
- Advertisement -spot_img

მიხეილ სარჯველაძე – ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში შექმნილი ვითარება ვერ გაგრძელდება და უნდა შეიცვალოს

ეს ვითარება ვერ გაგრძელდება, ეს ვითარება უნდა შეიცვალოს და ამისთვის მზად ვართ. ჩემი მხრიდან თხოვნაა ყველას მიმართ, რომ ინფორმაციის დახურვა, ჩაკეტვა არის ყოველმხრივ საზიანო პირველ რიგში, ამ ბავშვთა სახლისთვის – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში შექმნილი ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„მინდა ყველას ვთხოვო, ნურავინ ეცდება, რომ რომელიმე მხარე წარმოაჩინოს შავ ფერში და რომელიმე თეთრ ფერში. ვითარება მოითხოვს უსწრაფესად, დაუყოვნებლივ შეცვლას, სწორ, ნორმალურ კალაპოტში ჩაყენებას. საამისოდ ყველას ძალისხმევა იქნება მნიშვნელოვანი. ეს ვითარება ვერ გაგრძელდება, ეს ვითარება უნდა შეიცვალოს და ამისთვის მზად ვართ. ჩემი მხრიდან თხოვნაა ყველას მიმართ, რომ ინფორმაციის დახურვა, ჩაკეტვა არის ყოველმხრივ საზიანო პირველ რიგში, ამ ბავშვთა სახლისთვის, შესაბამისად, ვიზრუნოთ ყველამ, რომ ეს მდგომარეობა აღმოიფხვრას და მოვლენები ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს“, – განაცხადა სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ცნობისთვის, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა რამდენჯერმე არ მისცეს. როგორც სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, ხელშეშლის ფაქტი ნათლად აჩვენებს, რომ სახელმწიფომ არ შეასრულა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ დაკისრებული ვალდებულება და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს. ამასთან, მათივე შეფასებით, უგულებელყოფს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი 56 არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესს, რადგან ფაქტობრივ ზედამხედველობას ვერ ახორციელებს მის მიერ ლიცენზირებულ დაწესებულებაზე. სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონის მონიტორინგი 19 მაისსა და 15 აპრილს ვერ მოახერხა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img