28.09.2022
- Advertisement -spot_img

მილიარდერები, რომელთა ქონებაც პანდემიის პერიოდში გაიზარდა

პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა ადამიანი დააზარალა, თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც პირიქით, გამდიდრდნენ ამ პერიოდში.

გამოცემა Forbes იმ მილიარდერების სიას აქვყნებს, რომელთა ქონებაც პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

 გამოცემის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, პანდემიის პერიოდში უფრო მეტად გამდიდრებულების სიის სათავეში Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი,ელონ მასკია. მასკის წმინდა ქონება პანდემიის პერიოდში 540%-ით გაიზარდა. 2020 წლის იანვრის დასაწყისში მისი ქონება დაახლოებით 27 მილიარდს შეადგენდა, დღეს კი იგი 170 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს ფლობს.

Amazon-ის ხელმძღვანელის, ჯეფ ბეზოსის ქონება, ბოლო 15 თვის განმავლობაში 75%-ით, 86 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა. 

Google-ის დამფუძნებემა, ლარი პეიჯმა კი, პანდემიის პერიოდში 42 მილაირდის ოდენობით მოგება ნახა.

კიდევ ერთი მილიარდერი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს გამდიდრდა არის Facebook-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი. სოციალური ქსელის Facebook-ის დამფუძნებელმა ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში ქონება 35 მილიარდით გაზარდა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img