24.07.2021
- Advertisement -spot_img

მილიარდერი ჯეფ ბეზოსი დღეს კოსმოსში მიფრინავს

„ამაზონის“ დამფუძნებელი და ამერიკელი მილიარდერი ჯეფ ბეზოსი დღეს კოსმოსში მიფრინავს. BBC -ის ინფორმაციით მასთან ერთად კოსმოსში ბეზოსის ძმა, მარკი და 82 წლის ყოფილი პილოტი ქალი უოლი ფანკი გაფრინდებიან.

მეოთხე ასტრონავტი 18 წლის ნიდერლანდელი სტუდენტი იქნება. ხომალდი New Shepard-ი 100 კმ-ის სიმაღლეზე ავა და ფრენა 11 წუთს გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ ბეზოსის და რიჩარდ ბრენსონის გაფრენაზე ექსპერტები ბოლომდე ვერ თანხმდებიან არის თუ არა ეს ნამდვილად კოსმოსში გაფრენა. საქმე ისაა, რომ სპეციალისტები დღემდე ვერ შეთანხმდნენ, სად მთავრდება დედამიწის ატმოსფერო და იწყება კოსმოსი, მიახლოებით ეს 100 კმ-ის სიმაღლეზე ხდება, რასაც კარმანის ხაზი ეწოდება.

იმის გამო, რომ რიჩარდ ბრენსონი თავისი რაკეტოპლანით 90 კმ-ის სიმაღლეზე ავიდა, ბეზოსის კომპანიაში ამას კოსმოსში გაფრენას არ უწოდებენ. მათი აზრით ბრენსონს ასტრონავტის სტატუსი არ უნდა მიენიჭოს.

ბოლო დროს მეცნიერებმა სპეციალური დანადგარის მეშვეობით დაადგინეს, რომ 118 კმ-ის სიმაღლეზე ატმოსფერული ქარი აღარ მოქმედებს და იწყება კოსმოსური ნაწილაკების მოქმედება. თუ ამ მონაცემებს გავითვალისწინებთ, მაშინ არც ბრენსონის არც ბეზოსის გაფრენა „კოსმოსში გაფრენა“ არ იქნება.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ამერიკის ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ საქართველოშია

ამერიკის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია. თბილისის აეროპორტში თვითმფრინავი ამ წუთებში დაეშვა. ამერიკის საჩუქარს აეროპორტში ჯანდაცვის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img