23.11.2024

მიტროპოლიტი გრიგოლი – არ მაქვს სურვილი, რომ ჩვენ ვიგლოვოთ ახალგაზრდა პრეზიდენტი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან  შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ არ აქვს სურვილი იგლოვოს ახალგაზრდა პრეზიდენტი.

“როდესაც არის საუბარი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია, მე ასე ვიტყოდი, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მაგრამ ჩვეულებრივი პატიმრების მიმართ საერთაშორისო ყურადღება არ არის მოპყრობილი, ესე იგი, არაჩვეულბრივი პატიმარია.

ამ პატიმრის ბედი უკავშირდება სახელმწიფოსი და სამშობლოს სამომავლო განვითარების ბედს. და თუ ამაზე დავფიქრდებით და შევძლებთ როგორმე ისეთი ზღვარი გავატაროთ პირადულ წყენას, თუნდაც პირადი ტრაგედიასა და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შორის, მაშინ უკვე შევძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას.

მაშინ, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი და მაშინ როცა მე ვუკავშირებ ქვეყნის ბედს, მის სამომავლო განვითარების მდგომარეობას, ჩვენი ქვეყნისადმი საერთაშორისო დამოკიდებულებას და მის მდგომარეობას, აქ მე ვიტყვი, რომ მით უმეტს ის შიმშილობს, როგორია ამის შედეგები, ან როგორი იქნება, ეს დასაფიქრებელია.

მე ნამდვილად არ მაქვს სურვილი, რომ ჩვენ ვიგლოვოთ ახალგაზრდა პრეზიდენტი.” – აცხადებს მიტროპოლიტი გრიგოლი

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img