24.04.2024
- Advertisement -spot_img

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოშია

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოშია. მისი თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.

მოლდოვის პრეზიდენტს აეროპორტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დახვდა.

როგორც ცნობილია, მაია სანდუ ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემაა – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში შეთანხმება.

ამასთან, მოლდოვის პრეზიდენტი საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ერთობლივ შეხვედრაში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img