12.11.2024

მომავალი პრემიერი პოლიტიკური წარსულის გარეშე – ახალი ფაზის დასაწყისი თუ რისკი?

ჟურნალისტ ნოდარ მელაძის ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან რომელიც „TV პირველის“ ეთერში გავიდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. სალომე ზურაბიშვილმა პირველად განაცხადა რომ შერჩეული ყავს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რომელსაც პოლიტიკური წარსული არ გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა კანდიდატის ვინაობა ჯერ არ გაამხილა, მისი განცხადებები აშკარად აჩვენებს, რომ მისი მიზანია  დეპოლარიზაციის პროცესის დაწყება და პოლიტიკური ვაკუუმის შევსება.

ზურაბიშვილის თქმით, ახალი პრემიერ-მინისტრობისკანდიდატი პროფესიონალი და სანდო პიროვნებაა, თუმცა ჩნდება კითხვა: იქნება ეს ნაბიჯი ქვეყნის ახალი ფაზის დასაწყისი, თუ შესაძლოა პოლიტიკური წარსულის არმქონე კანდიდატის პრემიერობა რისკებთან იყოს დაკავშირებული?

პრეზიდენტთან ინტერვიუში ჩანდა რომ  ქვეყნის პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემაზე დიდი ხანია ფიქრობს.  ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკური პროცესის დეპოლარიზაციისთვის მნიშვნელოვანია მთავრობის ფორმირება „სანდო და არაპოლიტიკოსი“ პიროვნებებით. მისი სტრატეგია გულისხმობს მთავრობის კომპლექსურობის შემცირებას, რომ პარტიები უფრო მეტად თანამშრომლობდნენ ქვეყნის ინტერესებისთვის და არა საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლებისთვის.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი ხაზს უსვამს კონსულტაციებს ოპოზიციურ პარტიებთან. მისი განცხადებით, სწორედ ოპოზიციასთან შეხვედრები განსაზღვრავს საბოლოოდ მთავრობის ფორმირებას, რაც არის მისი ინიციატივის ქვაკუთხედი. ამით, პრეზიდენტი ცდილობს ერთპარტიულობის დასრულებას და მრავალპარტიულ პარლამენტთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას.

ზურაბიშვილმა  ასევე ისაუბრა „ქართულ ქარტიაზე,“ რომელიც, მისი აზრით, ევროპისკენ მიმავალი გზაა.  ქარტიის ფარგლებში, ის მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, გაერთიანდნენ და შეწყვიტონ შიდა დაპირისპირებები. მისი ხედვა ასეთია: ერთიანი ოპოზიცია, რომელიც ერთად იმუშავებს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ხოლო მთავრობის შერჩევის პროცესი უნდა იყოს საჯარო და გამჭვირვალე.

ზურაბიშვილის აზრით ამგვარი მიდგომა აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიული პოლიტიკის აღორძინებისთვის და ევროპული გზის გაგრძელებისთვის. ოპოზიციასთან თანამშრომლობა მიზნად ისახავს ახალი პოლიტიკური სტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც არა მხოლოდ დეპოლარიზაციის პროცესს შეუწყობს ხელს, არამედ საბოლოოდ დაიწყება დემოკრატიული რეფორმები.

რისკები და გამოწვევები

ზურაბიშვილის ხედვა იდეალურად ჟერს, მაგრამ  ის რისკებთანაცაა დაკავშირებული. მთავრობის ხელმძღვანელად პოლიტიკური გამოცდილების არმქონე კანდიდატის არჩევამ შესაძლოა არაპროგნოზირებადი შედეგების წინაშე დააყენოს ქვეყანა. პოლიტიკური სირთულეების მართვისთვის, როგორც წესი, გამოცდილება და სტრატეგიული ხედვა აუცილებელია, რაც შესაძლოა, ახალი კანდიდატის შემთხვევაში, საკმარისი არ აღმოჩნდეს.

გარდა ამისა, პოლიტიკურად გამოუცდელი პრემიერობის კანდიდატის ქართულ ოპოზიციასთან კონსულტაციების პროცესი შეიძლება წარმატებულადაც არ დასრულდეს.  საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე არსებულმა მრავალფეროვანმა ინტერესებმა და დაპირისპირებებმა შესაძლოა მნიშვნელოვნად გაართულოს შეთანხმების მიღწევა, რაც კიდევ უფრო ზრდის რისკებს, რომ მთავრობა არ შეიქმნას დროულად ან არ იყოს ფუნქციური.

დასკვნა

სალომე ზურაბიშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის არჩევა — პოლიტიკური წარსულის გარეშე — ნამდვილად შეიძლება იყოს ახალი ფაზის დასაწყისი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში. თუმცა, ამ ნაბიჯს თან სდევს სერიოზული რისკებიც, რომლებიც დაკავშირებულია გამოცდილების ნაკლებობასთან და ოპოზიციასთან მოლაპარაკებების წარმატების გაურკვევლობასთან.

პრეზიდენტის ინიციატივა მრავალპარტიულობისკენ და დეპოლარიზაციისკენ კი საქართველოს ევროპასთან დაახლოების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა საბოლოოდ მას წარმატების მისაღწევად სჭირდება სტაბილური და გაწონასწორებული პოლიტიკური გარემო, რომელიც ამ ეტაპზე საკმაოდ მყიფე ჩანს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

The Telegraph-უსინათლო ქალი AI ოპერაციის შემდეგ  ნორმალურზე უკეთესად ხედავს.

უსინათლო პაციენტს ახლა 20/16 ხედვა აქვს ახალი ტიპის Lasik ოპერაციის შემდეგ, რაც დიდ ბრიტანეთში პირველად ჩატარდა. (20/16 ნიშნავს იმაზე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img