23.11.2024

„მოქალაქეები” ნასვამ მძღოლებზე სანქციების გამკაცრების კანონპროექტზე მუშაობს

ნასვამ მძღოლებზე სანქციები შესაძლოა, გამკაცრდეს. შესაბამის კანონპროექტზე პარლამენტში პარტია „მოქალაქეები” მუშაობენ.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, პროექტი შემუშავების პროცესშია და უახლოესი ორი კვირის განმავლობაში პარლამენტში დარეგისტრირდება.

„ყველამ უნდა იცოდეს – ნასვამი რომ საჭესთან ჯდები, შენ ხარ მკვლელი, პირდაპირ დადიხარ ქუჩაში ხალხის მოსაკლავად. თუ ვინმეს სტატისტიკა აინტერესებს, შევხედოთ, რამდენი ასეული შემთხვევაა წლის განმავლობაში. ნასვამ მძღოლებზე გვინდა, რომ ჯარიმა ძალიან გაიზარდოს. კარგად უნდა დაფიქრდეს ნებისმიერი ადამიანი. სასჯელი უნდა გაიზარდოს. ძალიან ბევრ ქვეყანაში ამაზე არის პირდაპირ ციხე, რადგან რეალობას გაუსწორეს თვალი და ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვუსწორებთ თვალს,”- განაცხადა ელისაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img