25.10.2021
- Advertisement -spot_img

მოქალაქემ სასულიერო პირის FACEBOOK-ი გატეხა, მრევლს მონაცემები გამოართვა და თანხა გადაირიცხა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით 2 000 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი ა.ბ. დააკავეს. უწყების ცნობით, მან მოქალაქეების Facebook-გვერდზე უნებართვოდ შეაღწია – მათ შორის, ერთი სასულიერო პირს ეკუთვნოდა. დაკავებულმა სასულიერო პირის მრევლს ბარათის მონაცემები გამოართვა და თანხა საკუთარ ანგარიშზე გადაირიცხა.   

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში უნებართვოდ შეაღწია 3 მოქალაქის Facebook-ის გვერდებზე. ა.ბ. დაუკავშირდა მათ Facebook-ის მეგობრებს, რომლებიც შეცდომაში შეიყვანა, მოტყუებით გამოართვა ბანკის პლასტიკური ბარათის მონაცემები და ინტერნეტ ბანკის სმს პაროლები, რის საშუალებითაც უნებართვოდ შეაღწია მათსავე საბანკო ანგარიშებზე და სხვადასხვა ოდენობის თანხებს დაეუფლა. 

ბრალდებულმა, ასევე, 2021 წლის ოქტომბერში უნებართვოდ შეაღწია თბილისში, თაბორის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირის Facebook-ის გვერდზე და აღნიშნული ადამიანის სახელით დაუკავშირდა მის მრევლს. ა.ბ.-მ მრევლს, თითქოს უცხოეთიდან თანხის ჩასარიცხად, მოტყუებით გამოართვა საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემები და ინტერნეტ ბანკის სმს პაროლები, რისი საშუალებითაც უნებართვოდ შეაღწია მათ კუთვნილ ანგარიშებზე და სხვადასხვა ოდენობის თანხებს დაეუფლა. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ა.ბ. Facebook-ის გამოყენებით მოტყუებული მოქალაქეებისგან მითვისებულ თანხებს ირიცხავდა ჯერ ონლაინ კაზინოსა და ტოტალიზატორის ანგარიშზე, ხოლო შემდგომ საკუთარ საბანკო ანგარიშებზე”. – წერია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მის პირად კომპიუტერში სხვადასხვა საქმეზე გამოვლენილი დაზარალებულების Facebook-ის გვერდებზე და საბანკო ანგარიშებზე შეღწევის ფაქტები აღმოაჩინა.

“გამოძიების მონაცემებით, ა. ბ.-ის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ამ ეტაპისთვის 10 დაზარალებული მოქალაქეა, ხოლო ფინანსური ზარალი 100 ათას ლარს შეადგენს. ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და შესაძლოა დაზარალებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდოს, ხოლო მიყენებული ზიანის ოდენობამ გადააჭარბოს 300 000 ლარს”. – წერს შსს.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც  ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევას გულისხმობს, რამაც რამაც მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი გამოიწვია. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1942 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4650 პირი. გუშინ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img