23.11.2024

მოქალაქეს თბილისი პრაიდის ჩანთის გამო თავს დაესხნენ

Windford’s Tbilisi-ს თანამშრომელი ნატალი ურიდია სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს, რომ თბილისი პრაიდის ჩანთის გამო, ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები თავს დაესხნენ.

მისი თქმით, მოძალადეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და თავში ბოთლი ჩაარტყეს.

“ცოტა ხნის წინ გამოვედი სამსახურიდან, სტამბაში გვაქვს ოფისი და რუსთაველის მოედანზე მიწევს გავლა, რომ მერე მეტროში ჩავიდე. ვიღაც რიგითმა ფარშისტმა დამაძალა ჩანთის მოხსნა, რომელსაც თბილისი პრაიდი აწერია. მას შემდეგ, რაც უარი ვუთხარი, წამოდგა და ჩემკენ გამოიწია. ამასობაში უკნიდანაც ვიღაც მონსტრები მეცნენ, თავში ბოთლი ჩამარტყეს, ყური მომაგლიჯეს და ხელზეც მეჯაჯგურნენ. მადლობა განგებას, რომ დედაჩემთან ერთად ვიყავი და გადავრჩი ძალიან შემთხვევით. მეზიზღება აქაურობა”, – წერს ნატალია ურიდია.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img