20.04.2024
- Advertisement -spot_img

მოსახლეობას კოვიდ-ვაქცინასთან ერთად გრიპის ვაქცინის გაკეთებაც მოუწევს – CNBC

მოსახლეობას მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში COVID-ვაქცინის ე.წ ბუსტერ დოზებთან ერთად, გრიპის ვაქცინის გაკეთებაც მოუწევთ, აცხადებს Johnson & Johnson-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექს გორსკი. ამის შესახებ ინფორმაციას კი, CNBC-ი ავრცელებს.

The Wall Street Journal-ის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ალექს გორსკიმ აღნიშნა, რომ მოსახლეობას გლობალურ დონეზე ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავებამდე მოუწევს დამატებითი დოზა ვაქცინის მიღება და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ მეცნიერები სწრაფად გადამდები ვირუსის შეჩერებას.

„მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მოსახლეობას COVID-ვაქცინასთან ერთად გრიპის ვაქცინის გაკეთებაც მოუწევთ, რადგან კორონავირუსის სხვა ვარიანტები გავრცელებას განაგრძობს“, – განცხადა ალექს გორსკიმ.

როგორც უმეტესი COVID-ვაქცინის მწარმოებელი კომპანიები აცხადებენ, მოსახლეობას დაახლოებით წელიწადში ერთხელ მოუწევთ დამატებითი დოზა ვაქცინის მიღება.

BioNTech-ის CEO უგურ შაჰინი კი აღნიშნავს, რომ კვლევების მიხედვით, ვაქცინის მიერ გამომუშავებული იმუნიტეტი დაახლოებით რვა თვეში მცირდება და სწორედ ამიტომ არის საჭირო დამატებითი დოზა ვაქცინის მიღება.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img