19.04.2024
- Advertisement -spot_img

მოსამართლე მაია ოშხარელი კორონავირუსით გარდაიცვალა

მოსამართლე მაია ოშხარელი კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა. როგორც მისი ახლობლები სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერენ, მაია ოშხანელს, მის მეუღლეს და ქალიშვილს კორონავირუსი რამდენიმე კვირის წინ დაუდასტურდათ. ოშხარელი ბოკერიას სახელობის კლინიკაში გადიოდა მკურნალობას, თუმცა მდგომარეობა დამძიმდა და სამწუხაროდ, გარდაიცვალა. რამდენიმე დღის წინ, კორონავირუსით ასევე, მისი მეუღლე, პროკურორი ბადრი გოგლიძე გარდაიცვალა.

მაია ოშხარელი მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო და გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთ სასამართლო სხდომას უძღვებოდა.

მოსამართლე მაია ოშხარელი 58 წლის იყო.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img