15.10.2024
- Advertisement -spot_img

მოსკოვში ალექსანდრ დუგინის შვილის ავტომობილი ააფეთქეს, რის შედეგადაც დარია დუგინა გარდაიცვალა

ფილოსოფოს ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი, დარია დუგინა ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემთხვევა მოსკოვის ოლქში მოხდა.

ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სეპარატისტი მმართველის, დენის პუშლინის განცხადებით, ინციდენტში “უკრაინის რეჟიმის ტერორისტები” მონაწილეობდნენ და მათი სამიზნე გოგონას მამა იყო.

“უკრაინის რეჟიმის ტერორისტებმა, რომლებიც ცდილობდნენ ალექსანდრე დუგინის ლიკვიდაციას, მისი ქალიშვილი ავტომობილში ააფეთქეს”, – წერს პუშილინი „ტელეგრამში“.

ზოგიერთი მედია საშუალების ცნობით, მამა-შვილი შაბათს საღამოს ღონისძიებიდან შინ ერთი ავტომობილით უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ალექსანდრ დუგინმა ბოლო მომენტში გადაწყვეტილება შეცვალა და სხვა ავტომობილში ჩაჯდა.

BBC-ი წერს, რომ ალექსანდრ დუგინი ულტრა ნაციონალისტი იდეოლოგია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებულ პირად ითვლება. მას „პუტინის ტვინსაც“ უწოდებენ. თავად დარია დუგინა კი საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის პოლიტიკური დამკვირვებელი იყო, რომელსაც მამამისი ხელმძღვანელობს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img