კრემლი მხარდამჭერების კრიზისს განიცდის. ამის დასტური იყო, მოსკოვში “ლუჟნიკებზე” გამართული კონცერტი, რომელიც პუტინის პროპაგანდისტულმა მანქანამ ძველი კადრებით გააშუქა. უკრაინელმა ფაქტჩეკერებმა აღმოაჩინეს, რომ გუშინდელი კონცერტის “ლაივსტრიმიდან” ზუსტად ის კადრები მეორდებოდა, რომელიც ამავე სტადინზე 2021 წელს იყო გამართული.
სოციალურ ქსელში ფაქტის დამადასტურებელი ორი ვიდეოს სქრინშოთი გავრცელდა, რომლიდანაც ერთი გუშინდელია, ხოლო მეორე მასკვა 24-ზე 2021 წელსაა გამოქვეყნებული.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვში გამართულ კონცერტზე პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის გამოსვლისას ეთერი მოულოდნელად შეწყდა.
ვლადიმერ პუტინი გამოსვლისას რუსი ხალხის ერთიანობაზე საუბრობდა, მაგრამ მოულოდნელად ეთერი შეწყდა და ოლეგ გაზმანოვის სიმღერით გაგრძელდა.
გუშინ მოსკოვში ყირიმის ანექსიის წლისთავის აღსანიშნავი კონცერტი გაიმართა. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლუჟნიკის სტადიონზე 203 ათასი ადამიანი შეიკრიბა, 95 ათასი ადამიანი სტადიონზე იმყოფება, 100 ათასი კი მის სიახლოვეს.