15.10.2024
- Advertisement -spot_img

მოვუწოდებ ქართველ კანონმდებლებს, მტკიცედ შეეწინააღმდეგონ საშიში დეზინფორმაციის გავრცელებას – ჯინ შაჰინი

დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ანტიამერიკული კამპანია პრორუსულ ძალებს უკავშირდება.

სენატორი აცხადებს, რომ დეზინფორმაცია და გავლენის სხვა ოპერაციები, რუსული სახელმძღვანელოთი წარმოებული უკვე გამოცდილი მეთოდია.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის წევრები უნდა იყვნენ ის წამყვანი ძალა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში უნდობლობის დათესვის მცდელობებს შეეწინააღმდეგებიან.

„სამწუხაროდ, ჩვენ ადრეც გვინახავს ამ ტიპის ტაქტიკა, რაც მიუთითებს რუსეთის მტკიცე ნებაზე, გაავრცელოს თავისი მავნე გავლენა მთელ აღმოსავლეთ ევროპაში და კონკრეტულად ხელი შეუშალოს საქართველოს საკუთარი დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიღწევაში. მე მოვუწოდებ ქართველ კანონმდებლებს, მტკიცედ შეეწინააღმდეგონ ამ საშიში დეზინფორმაციის გავრცელებას მათ მიერ, ვისაც სურს საქართველოში დემოკრატიის და მასთან ერთად, ქართველი ხალხის უფრო სამართლიანი და თანასწორი მომავლის შექმნის ჩავარდნა.

ეს არის იგივე არაორიგინალური მეთოდები სახელმძღვანელოდან, რომელსაც პუტინი ხშირად იყენებს. საქართველოს კანონმდებლებმა უნდა შეასრულონ წამყვანი როლი უთანხმოების და უნდობლობის დათესვის მცდელობებთან ბრძოლაში. შეერთებული შტატები რჩება ჩვენი დემოკრატიული პარტნიორების მხარდაჭერის ერთგული, რათა საქართველომ ეს კურსი შეინარჩუნოს“, – განაცხადა სენატორმა შაჰინმა.

საქართველოში ამერიკის ელჩის საქმიანობაზე კი მან თქვა, რომ კელი დეგნანი სწორედ ამ მიზნის ხელშესაწყობად მუშაობს, რაც ქართველი ხალხის ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანებას გულისხმობს.

„მივესალმები ელჩი დეგნანის გულმოდგინე მუშაობას ამ მიზნის მიღწევის გზაზე”, – აცხადებს სენატორი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img