29.03.2024
- Advertisement -spot_img

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები ცნობილია

2021 წელს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში “ნოვაია გაზეტას” მთავარ რედაქტორს, დმიტრი მურატოვსა და ფილიპინური წარმოშობის ამერიკელ ჟურნალისტს მარია რესას გადაეცა. ამის შესახებ შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის ნობელის კომიტეტმა გამოაცხადა.

ნობელის კომიტეტმა აღნიშნა, რომ პრემია მათ გადაეცა “აზრის გამოხატვის თავისუფლების დაცვის ძალისხმევებისთვის, რაც დემოკრატიისა და მდგრადი მშვიდობის საწინდარია”.

ეკონომიკის დარგში პრემიის ლაურეატს კი შვედეთის დედაქალაქში 11 ოქტომბერს დაასახელებენ.

ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიის გამო 2021 წელს ნობელის პრემიები გაიცემა იმ ქვეყნებში, სადაც ლაურეატები არიან და არა სტოკჰოლმში გამართულ ცერემონიაზე.

სტოქჰოლმში ცერემონია მხოლოდ ადგილობრივი საზოგადოებისთვის გაიმართება.

ნობელის პრემიის ლაურეატები 4-დან 11 ოქტომბრამდე გამოცხადდებიან, ჯილდოების გადაცემა კი 10 დეკემბერს, ნობელის კვირეულის ფარგლებში იგეგმება.

2020 წელს ნობელის პრემიების ფულადი ჯილდო გაიზარდა და 10 მილიონ შვედური კრონა (1,1 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა.

ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია 10 დეკემბერს იმართება. სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა პრემიის დამაარსებელი შვედი ინჟინერი, ქიმიკოსი, გამომგონებელი და მრეწველი ალფრედ ბ. ნობელი. ნობელის ანდერძის მიხედვით, მისი სიკვდილის შემდეგ დარჩენილ კაპიტალს უნდა შეედგინა ნობელის პრემიის ფონდი. პრემია ენიჭება რასის, ეროვნების, სქესისა და სარწმუნოების განურჩევლად კანდიდატებს ფიზიკის, ქიმიის, მედიცინისა და ფიზიოლოგიის, მხატვრული ლიტერატურის დარგში მნიშვნელოვანი და უახლესი მიღწევებისათვის.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img