21.01.2025

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე საავადმყოფოში გადაიყვანეს

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე 24 ოქტომბერს, აშშ-ში ვიზიტის დროს ჯორჯ ვაშინგტონის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. 

ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის ამერიკის ეპარქიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარში ღვისმსახურებაზე წასვლამდე, უწმინდესმა, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ თავი შეუძლოდ იგრძნო. ამის მიზეზად დასახელებულია ხანგრძლივი ფრენა და გადატვირთული გრაფიკი.

როგორც ირკვევა, მისი უწმინდესობა თავს უკვე კარგად გრძნობს და მას კლინიკიდან უახლოეს საათებში გაწერენ.

81 წლის მსოფლიო პატრიარქს აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი აქვს შეხვედრები რელიგიურ, პოლიტიკურ და გარემოსდაცვით საკითხებზე. დღის წესრიგი, ასევე მოიცავს 25 ოქტომბერს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრას

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img