Worldometers–ის 15 ოქტომბრის დილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 240 405 321 შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-ის 38 907 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 1 096 ადამიანი გარდაიცვალა.
ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას ჯამში 4 897 608 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო 217 709 078 გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ლიდერები არიან: ამერიკის შეერთებული შტატები (45 639 012), ინდოეთი (34 037 592) და ბრაზილია (21 612 237).
პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.