23.04.2024
- Advertisement -spot_img

„მთავარმა არხმა“ თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.

საქმე 22 ივლისს სენაკის თეატრში მომხდარ ფაქტს ეხება, როდესაც წულუკინმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა.

როგორც „მთავარი არხის“ განცხადებაშია აღნიშნული, ტელეკომპანია ითხოვს მინისტრის ქმედებებზე გამოძიება დაიწყოს.

„ქალბატონო თეა, დაგვიბრუნეთ წართმეული მიკროფონი. ჩვენ, „მთავარი არხი“ და კრიტიკული მედიის წარმომადგენლები ქვეყნის პირველი ვიცე-პრემიერისა და კულტურის მინისტრის უკულტურო და აგრესიულ ქმედებაზე გამოძიების დაწყებას და ჩვენი კომპანიის კუთვნილი ნივთის დაბრუნებას ვითხოვთ. ჯერჯერობით, ძალოვან უწყებებს კანონდამრღვევი ვიცე-პრემიერის ჩადენილ დანაშაულზე რეაგირება არ მოუხდენია“,- აღნიშნულია „მთავარი არხის“ განცხადებაში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img