13.06.2021
- Advertisement -

მთავარპესიკოპოს სპირიდონის მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერის შესწავლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო

მთავარპესიკოპოს სპირიდონის მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერის შესწავლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო. ჩანაწერში ნინოწმინდის ბავშვთა სახლის არასრულწლოვანი ბენეფიციარები მონაწილეობენ და ვიდეოში მონაწილე ყველა პირის, მათ შორის, არასრულწლოვნების იდენტიფიცირება სრულად არის შესაძლებელი.

“ბავშვების, მით უფრო, ბავშვთა სახლის ბენეფიციარების კონფიდენციალობის დარღვევამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ბავშვის ფსიქიკას, მის განვითარებას, სოციალურ ურთიერთობებს და მომავალ ცხოვრებას; გამოიწვიოს ბავშვის ღირსების შელახვა, მისი სტიგმატიზაცია, ბულინგი, დისკრიმინაცია და ნეგატიური გავლენა მის ემოციურ მდგომარეობასა და განვითარებაზე”, — ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებაში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ყველას, მათ შორის, მედია გამოცემებს, გაითვალისწინონ ბავშვის საუკეთესო ინტერესები და თავი შეიკავონ ამ ჩანაწერების შემდგომი გავრცელებისა და გასაჯაროებისგან.

შეგახსენებთ, მეუფე სპირიდონის ეპარქიამ ბავშვთა სახლის ბენეფიციარების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გაავრცელა, სადაც – ვიდეოში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება სრულად არის შესაძლებელი. 

ვიდეოჩანაწერში მთავარეპისკოპოსი ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს საჯაროდ ეკითხება, უნდათ თუ არა მათ დაწესებულების დატოვება – ჩანაწერში მონაწილე რამდენიმე არასრულწლოვანი ტირის, რამდენიმე მათგანი კი აცხადებს, რომ დაწესებულების დატოვება არ სურთ. 

ნინოწმინდის ბავშვთა სახლის შესახებ საჯარო დისკუსიის დაწყების და სამოქალაქო აქტივისტების და მედიაგამოცემების გააქტიურების შემდეგ, მეუფე სპირიდონმა რეპუტაციული ზიანის მართვა თავად ბავშვთა სახლის ბენეფიციართა ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებით სცადა. 

- Advertisement -

უახლესი სტატიები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას შუამავლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის

აშშ საქართველოს ხელისუფლებას მადლობას უხდის აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებაზე მიღწეული შეთანხმების ფასილიტაციაში გაწეული "სასიცოცხლო ძალისხმევისთვის". “ამერიკის შეერთებული...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -