05.08.2021
- Advertisement -spot_img

მთავრობამ ფქვილის სუბსიდირება შეწყვიტა – პურის ფასი სავარაუდოდ, გაძვირდება

დღეიდან, პირველი ივლისიდან, ფქვილის სუბსიდირების პროგრამა აღარ გაგრძელდება – ამის შესახებ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მინისტრი თქმით, ახლა სუბსიდირების შესაწყვეტად “უპრიანი პერიოდია”, რადგან საქართველოში მალე ადგილობრივი ხორბალი შემოდის.

“ჩვენ ხორბლის სუბსიდირება დავამთავრეთ, ასე იყო დაანონსებული, ეს არის ალბათ ყველაზე უპრიანი მომენტი, როდესაც საქართველოში ადგილობრივი ხორბალი შემოდის და ყველაზე ნაკლები წნეხი ფასებზე იქნება ამ პერიოდში, ამიტომ ყველაზე რთული, ზამთრის პერიოდი, როდესაც ქვეყანაში გვესმის, რომ სასურსათო, ადგილობრივი, სეზონური პროდუქტების ნაკლებობაა და ამ დროს არის მეტი იმპორტირებული პროდუქცია, შეიძლება მეტი ყოფილიყო წნეხი იმავე მოსახლეობის სოციალურ ფონზე, აქედან გამომდინარე, ჩვენი ინტერვენცია, ჩარევა, იყო პასუხისმგებლიანი”, – თქვა ლევან დავითაშვილმა.

გამოიწვევს თუ არა ფქვილის სუბსიდირებას შეწყვეტა პურის ფასის ცვლილებას და შესაბამისად გაძვირებას, მინისტრს ამის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, ეკონომიკის ექსპერტები და მეხორბლეები ღიად აცხადებენ, რომ სუბსიდირების შეწყვეტა პურის ფასზე აისახება და ღირებულებას მინიმუმ, 5-დან 7 თეთრამდე გააძვირებს.

ცნობისთვის, მთავრობამ ფქვილის სუბსიდირების პროგრამა გასული წლის დეკემბრიდან 4 თვის განმავლობაში აამოქმედა. აღნიშნული პროგრამისთვის 10 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული და თავდაპირველად სუბსიდიის მოცულობა ერთ ტომარა პირველი ხარისხის ფქვილზე შეადგენდა 10 ლარს, თუმცა ამ 4 თვის განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის გაძვირების გამო ფქვილის ფასი იმდენად გაიზარდა, რომ კერძო სექტორის თხოვნის საფუძველზე მთავრობას სუბსიდიის 15 ლარამდე გაზრდა მოუწია.
სუბსიდირების პროგრამა მარტში კიდევ სამი თვით გაგრძელდა. ჯამურად კი 3 თვით პურის ფასის შენარჩუნებისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან დამატებით 6-7 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საგარეო უწყება – რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების დამტკიცება წარმოადგენს საქართველოს უკანონო...

რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტის დამტკიცება...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img