29.03.2024
- Advertisement -spot_img

მთავრობა რადიომაუწყებლებს 1.5 მილიონი ლარის დავალიანებას პატიობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით,  საქართველოს მთავრობა რადიომაუწყებლებს 1.5 მილიონი ლარის დავალიანებასა და წლის ბოლომდე, მომსახურების საფასურს პატიობს, – ამის შესახებ თრნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ჯამში, საუბარია 24 რადიომაუწყებელ კომპანიაზე.

„სახელმწიფო საკუთრებაში, არსებობს კომპანია შპს საქართველოს ტელე-რადიოცენტრი, რომელიც, მთელი საქართველოს მასშტაბით, ანძებს ფლობს. ამ ანძების მეშვეობით, სხვადასხვა სიხშირეს ვაწვდით რადიომაუწყებლებს. ჩვენ და მარეგულირებელ კომისიას, ცოტა ხნის წინ, 24-მდე რადიოკომპანიამ მიმართა. მათ მოითხოვეს ტელე-რადიოცენტრის მიმართ დაგროვილი დავალიანების პატიება, რაც კორონავირუსის პანდემიის პერიოდით ახსნეს. მთავრობამ გაიზიარა ეს არგუმენტაცია, რადგან მათთვის ძირითადი შემოსავალი არის რეკლამა. მოგეხსენებათ, 2020 წელს შეფერხებული იყო ეკონომიკური საქმიანობა და ამ წყაროდან, მათ შეუწყდათ ან შეუმცირდათ შემოსავალი. აქედან გამომდინარე, მთავრობამ გაიზიარა მათი მოთხოვნა და, მთლიანობაში, დაახლოებით, 1.5 მილიონი ლარისა და ასევე, წლის ბოლომდე, მომსახურების საფასურს ვპატიობთ ამ რადიომაუწყებელ კომპანიებს. გვინდა, მათ წარმატება ვუსურვოთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img