მთავრობის ადმინისტრაციასთან კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება.
“ხელისუფლებამ გაწირა ადამიანები!”, “ჩვენს შვილებს ვერ მოვაშიებთ”- ამ სლოგანით აქციას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მართავენ. მათ შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, სამთო-სათხილამურო კურორტებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციები არაკანონიერია. მათი განცხადებით, აქციები გაგრძელდება მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
ამასთან, აქციაზე სიმბოლურად იყიდება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მიერ შექმნილი ნივთები.
წყარო: interpressnews.ge