04.12.2022
- Advertisement -spot_img

მულახის თემში მეწყერი ჩამოწვა, გარესამყაროს 12 ოჯახი მოწყდა

სვანეთში, მესტიიდან 14 კმ-ში, მულახის თემში მეწყერი ჩამოწვა და 12 ოჯახი გარესამყაროს მოწყდა.

მესტიის მუნიციპალიტეტში გეოლოგების ჩასვლას ადგილზე დღის ბოლომდე ელოდებიან. 

მეწყერი სოფელ ჟაბეში ღელეს ადიდებამ გამოიწვია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, ღელეს მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობა ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაიყვანეს.

“უსაფრთხოების მიზნით, ღელეს მიმდებარე რამდენიმე სახლიდან მოსახლეობა დროებით ალტერნატიულ საცხოვრებელში გადავიდა. ადგილზე, მონიტორინგის მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში რჩებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. დილით კი, ხილვადობის აღდგენისთანავე, 5 კაციანი სამაშველო ჯგუფის მიერ მოხდა ღელის სათავეში არსებული სიტუაციის გადამოწმება. პარალელურად, სოფელ ჟაბეში მიმდინარეობდა მძიმე ტექნიკის მიერ აღნიშნული ღელეს კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინ არ არის”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img