29.03.2024
- Advertisement -spot_img

მზადება “დაუმორჩილებლობის მარშისთვის” ipn.ge

სამოქალაქო აქტივისტები “დაუმორჩილებლობის მარშისთვის” ემზადებიან. როგორც პარლამენტთან შეკრებილები აცხადებენ, ისინი 21:00 საათზე, ე.წ. კომენდანტის საათის დროს, “დაუმორჩილებლობის ბრჭყვიალა მარშს“ მოაწყობენ. მათი მთავარი მოთხოვნა „კომენდანტის საათის” გაუქმება და არსებული რეგულაციების მოხსნაა. სამოქალაქო აქტივისტებს შეუერთდნენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსებიც.

“ბევრი ადამიანი ვიქნებით თუ ცოტა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს „კომენდანტის საათს“ რამდენიმე ათეული ან რამდენიმე ასეული ადამიანი დაარღვევს ერთად. პირობას ვიძლევდით, არცერთი კანონი არ დაირღვევა, გარდა უაზრო რეგულაციისა, რომელიც პირდაპირ ანგრევს და კლავს ბიზნესს. ამ რეგულაციებით ხელისუფლება პირდაპირ ანგრევს ყველა იმ სფეროს, რომელიც ოდნავ მაინც ცოცხლობს და პირდაპირ შიმშილისთვის იმეტებს ადამიანებს. დღეს 9 საათზე ყველა ერთად დავიძვრებით და დავარღვევთ „კომენდანტის საათს“, ვივლით თბილისის ქუჩებში. წინ მშვენიერი, ფერადი, ხალისიანი და მუსიკალური საღამო გველოდება”, – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა.

აქციის მონაწილეებს სიმბოლურად მოტანილი აქვთ სხვადასხვა ნივთები, მათ შორის: ნიღბები, პარაპლანი, ბუშტები და დოლი.

ipn.ge

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img