29.03.2024
- Advertisement -spot_img

ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები ფილარმონიასთან გადაინაცვლებენ და გზას გადაკეტავენ

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების აქციის ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, აქციის მონაწილეები რუსთაველის გავლით ფილარმონიასთან გადაინაცვლებენ და იქ გადაკეტავენ გზის სავალ ნაწილს.

„რაც შეეხება დღევანდელ გეგმას, ვაპირებთ, რომ რუსთაველის გავლით გადავინაცვლოთ ფილარმონიასთან და იქ გადავკეტოთ სავალი ნაწილი. აქვე მინდა ვთქვა და დიდი მადლობა გადაუხადო დედაქალაქის მოსახლეობას, რომლებიც გვერდით გვიდგას, იცავს სახელმწიფოს ინტერესს, დგას იქ, სადაც უნდა იდგეს, არ ტოვებს თავის ადგილს ცარიელს, ეს არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს გავაცნობიერებთ, თუ რა პროცესის მონაწილე ვართ თითოეული ჩვენთაგანი და კიდევ და კიდევ უფრო მეტი იქნება უახლოესი კვირების განმავლობაში. გადავწვიტეთ ასეთი რამ, ხვალ ისევ ამ სცენიდან მივმართოთ დედაქალაქის მოსახლეობას და ზოგადად, ყველა იმ ჩართულ ადამიანს, ვინც აქ მოდის და ვინც მომავალში შემოგვიერთდება“,-განაცხადა გოლეთიანმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img