19.04.2024
- Advertisement -spot_img

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები რესპუბლიკის მოედანზე კარვების გაშლას გეგმავენ

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე, რომელიც თბილისში რესპუბლიკის მოედანზე იმართება, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ დღეს ეს მოედანი დაიფარება კარვებით და აქციის მონაწილეები ადგილზე დარჩებიან.

გოლეთიანის თქმით, ხელისუფლებას დროს ხვალ 12:00 საათამდე აძლევენ და არ აპირებენ უკან დაიხიონ ამ ბრძოლაში.

„24 მაისის 12:00 საათამდე ველოდებით პასუხს – ნების გამოხატვას ხელისუფლების მხრიდან, რომ სრულდება ყველა ის მოთხოვნა, რომელიც დავაყენეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრძოლა იზრდება, ვითარდება, ჩვენი ერთობა იკრებს კიდევ უფრო დიდ ძალას და ჩვენი ეს მშვიდობიანი, სამართლიანი, არგუმენტირებული ბრძოლა მოარყევს ხელისუფლებას. მას აღარ დარჩება სივრცე იმისა, რომ სხვაზე გადაიტანოს პასუხისმგებლობა, რომ რომელიმე დესტრუქციულმა ძალამ აიძულა ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ ჩვენ ვამბობთ მკაფიოდ, რა არის ჩვენი მოთხოვნები და თუ არ გაითვალისწინებს ხელისუფლება, ნათელი იქნება, რომ პასუხისმგებლობას სწორედ ის იღებს ამ პროცესებზე“, – განაცხადა გოლეთიანმა

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img