12.06.2021
- Advertisement -

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები რიონის ხეობაში ავტოკოლონებით ბრუნდებიან

რესპუბლიკის მოედანზე ,,ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეების 4-დღიანი პროტესტი რესპუბლიკის მოედანზე დასრულდა. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეების ნაწილი, რესპუბლიკის მოედნიდან რიონის ხეობამდე ავტოკოლონით გაემგზავრნენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, მათი ბრძოლა დღეს ნამახვანში გაგრძელდება. მისივე თქმით, დედაქალაქს ტოვებენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ დაბრუნდებიან.

,,მინდა გთხოვოთ, ვისაც გაქვთ შესაძლებლობა წამოხვიდეთ ჩვენთან ერთად რიონის ხეობაში და დადგეთ ჩვენს გვერდით. ეტაპობრივად ყველას გელოდებით რიონის ხეობაში, თქვენი მხარდაჭერა არის ფასდაუდებელი ამ შრომაში, ერთობით გავიმარჯვებთ”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა 23 მაისს რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს და ღამეც იქ გაათიეს. მათი მოთხოვნის მიხედვით, კომპანია „ენკამ“ უნდა დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან კომპანიის მისამართითაა გაცემული. მოთხოვნებს შორისაა ეკონომიკის მინისტრის გადადგომა.

- Advertisement -

უახლესი სტატიები

ექიმებმა დანიელი ფეხბურთელის, კრისტიან ერიქსენის გადარჩენა შეძლეს

მედიაში გავრცელებული, ინფორმაციით ქრისტიან ერიქსენის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბიულურია და ექიმებმა ფეხბურთელის გადარჩენა შეძლეს.  ცოტა ხნის წინ სტადიონზე, სადაც მატჩი მიმდინარეობდა...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -