20.10.2021
- Advertisement -spot_img

ნანა გეგეჭკორი – ყველა ვინც უგულვებელყოფს პრევენციის წესებს, იმ პირობებში რაც დღეს საქართველოშია, პოტენციური მკვლელია

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი პანდემიასთან ბრძოლისა და კორონავირუსის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს. მისი თქმით, პანდემია ძლიერდება, რისი შეჩერებაც მხოლოდ პასუხისმგებლიან ხელისუფლებასა და საზოგადოებას შეუძლია. 

ნანა გეგეჭკორის თქმით, ყველა ვინც სრულად უგულვებელყოფს პრევენციის წესებს, იმ პირობებში რაც დღეს საქართველოშია, პოტენციური მკვლელია

“საქართველოს კოვიდ-19-ის სტატისტიკას, საზოგადოების ამ თემასთან დამოკიდებულებას და ადამიანების ყოველდღიურობას, რომ ვუყურებ მასიური სუიციდის მცდელობას ჰგავს…

მარტივი ლოგიკა – პირველი და მეორე ტალღიდან ქვეყნის შესაძლებლობებში არაფერი შეცვლილა, ჯანდაცვა უკეთესი არ გამხდარა, კოვიდის პრევენციის ან მკურნალობის ახალი სააშუალება არ აღმოუჩენიათ, რაც აღმოჩენილია საქართველოს ის საშუალებებიც არ გააჩნია, რაც გააჩნია ისიც მწირად და ხშირ შემთხვევაში სახლიდან ნივთების გაყიდვის ფასად უწევთ პაციენტებს საჭირო მედიკამენტების შეძენა, აცრილი მხოლოდ 2%-ია, იმ პირობებში როცა პრევენციას მინიმუმ მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაცია სჭირდება, რის იმედად იქცევიან ადამიანები ასე დაუცველად?

საოცრებები მედიცინაში არ ხდება. არც ვირუსებს აქვთ ჩვევა უცებ გადაწყვიტონ აღარ გავრცელდნენ, ან არ დააავადონ, ან ყველა დაავადებული მაგიურად, სწრაფად გამოჯანმრთელდეს. მეტიც, კორონავირუსის დღეს არსებული ვარიანტები უფრო საშიშია ვიდრე მისი პირველი ვერსია.

ყველა ვინც სრულად უგულვებელყოფს პრევენციის წესებს, იმ პირობებში რაც დღეს საქართველოშია, პოტენციური მკვლელია. უპასუხისმგებლობის გამო გართულებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ეწირებიან ადამიანები, ვისაც კიდევ მრავალი წელი შეეძლოთ ეცოცხლა რომ არა კოვიდი, მათ შორის ბავშვებიც…”, – წერს ნანა გეგეჭკორი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ნიკა მელია – გამარჯვების შემთხვევაში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობას არ ვაპირებ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, დედაქალაქის მერის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტს აღარ დაიკავებს.როგორც მელიამ განაცხადა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img