25.10.2021
- Advertisement -spot_img

ნატალი საბანაძე – სააკაშვილი იმიტომ კი არ ჩამოდის, რომ არჩევნების გზით პროცესში რამე როლი შეიტანოს, არამედ ჩამოდის, რომ უარყოს შედეგები და ისედაც ძალიან არამყარი დემოკრატიული ჩარჩო კიდევ უფრო შეარყიოს

მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი ყველა განცხადება ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს – დემოკრატიული ჩარჩოდან გამოვიდეთ, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში, ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი, “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარიას მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ნატალი საბანაძე აცხადებს.

საბანაძე ფიქრობს, რომ სააკაშვილი საქართველოში იმიტომ კი არ ჩამოდის, რომ „წინასაარჩევნო კამპანია აწარმოოს და არჩევნების გზით რამე როლი შეიტანოს, არამედ ჩამოდის, მერე რომ უარყოს შედეგები და ის ძალიან არამყარი, მაგრამ მაინც არსებული დემოკრატიული ჩარჩო კიდევ უფრო შეარყიოს“.

„რა თქმა უნდა, დააშორებს, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი ყველა განცხადება ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს – დემოკრატიული ჩარჩოდან გამოვიდეთ. გზა ცვლილებისკენ, დემოკრატიულ სახელმწიფოში, არის მხოლოდ არჩევნები, ეს არ არის გარეთ გამოსვლა, ეს არ არის შტურმი, შეტევა. ამ ესთეტიკიდან საქართველო უნდა გამოვიდეს. ჩვენი დემოკრატიის კონსოლიდაცია ვერ ხდება, იმიტომ, რომ ყოველთვის ვუბრუნდებით ამ გზას. რეალურად აუცილებელია შეიცვალოს ეს დამოკიდებულება და დაინერგოს თამაშის წესები, რომელზეც ყველა შევთანხმდებით, მოგვწონს ეს თუ არა და ვიმუშავებთ ყველა პოლიტიკური აქტორი ამ თამაშის წესების მიხედვით. დემოკრატიული თამაშის წესი არის არჩევნები, არის მაქსიმალურად დემოკრატიზაციის უზრუნველყოფა, სამართლიანობის უზრუნველყოფა არჩევნების კონტექსტში. სააკაშვილი თავისი რიტორიკით ყოველთვის საუბრობს ამ ჩარჩოდან გამოსვლაზე, მისი გზა რჩება რევოლუციური, მისი გზა რჩება კონტრპროდუქტიული. დღეს ქართულ სახელმწიფოს ეს ნამდვილად არ სჭირდება. ჩემთვის, ასევე, საინტერესოა ის ფაქტი, სააკაშვილი ჩამოდის 2 ოქტომბრის დღის ბოლოს, ის იმისთვის კი არ ჩამოდის, რომ თუნდაც წინასაარჩევნო კამპანია აწარმოოს და არჩევნების გზით რამე როლი შეიტანოს, არამედ ჩამოდის, მერე რომ უარყოს შედეგები და ის ძალიან არამყარი, მაგრამ მაინც არსებული დემოკრატიული ჩარჩო კიდევ უფრო შეარყიოს. ეს არ არის ქვეყნის ინტერესში.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე:

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1942 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4650 პირი. გუშინ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img