30.07.2021
- Advertisement -spot_img

ნათია მეზვრიშვილი – არ ვთვლით, რომ ჩვენს პარტიას სჭირდება ვინმესთან ალიანსი, მით უმეტეს, ალიანსი ნაციონალურ მოძრაობასთან

პარტია საქართველოსთვის წევრის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის მათ პარტიას ვინმესთან ალიანსი არ სჭირდება.

“არ ვთვლით, რომ ჩვენს პარტიას სჭირდება ვინმესთან ალიანსი, მით უმეტეს, ალიანსი ნაციონალურ მოძრაობასთან, რომელსაც არც განვიხილავთ და ვერც განვიხილავთ, ამიტომ ჩვენ, კიდევ ერთხელ ვამბობ, დამოუკიდებელი კანდიდატები ეყოლება ჩვენს პარტიას თბილისშიც და რეგიონებშიც”, — აცხადებს მეზვრიშვილი “პალიტრანიუსის” ეთერში.

მეზვრიშვილის თქმით, მმართველი გუნდის კანდიდატი, კახა კალაძე რეიტინგულია, მაგრამ უკონკურენტო არავინ არ არის.

“ფაქტია, რომ კალაძე საკმაოდ რეიტინგული კანდიდატია და არ იქნება მარტივი, მათ შორის ოპოზიციისთვის, მისთვის კონკურენციის გაწევა, თუმცა უკონკურენტო არავინ არ არის. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ჩვენი კანდიდატი გვეყოლება თბილისში, ჩვენი კანდიდატები გვეყოლება რეგიონებში, საკმაოდ ღირსეული კანდიდატები და ვფიქრობთ, რომ საკმაოდ ღირსეულ კონკურენციას გაუწევს, მათ შორის კახა კალაძეს და ოპოზიციის მხრიდან წარმოდგენილ სხვა კანდიდატებსაც”, — აცხადებს ის

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ირაკლი კობახიძე – „ლელოსავით“ 3% რომც ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები

თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხი - რომც ავიღოთ „ლელოსავით“ 3 % მაინც არ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img