06.08.2021
- Advertisement -spot_img

ნათია თურნავა – ეკონომიკა აზარტული თამაშების სფეროს ხარჯზე არ გაზრდილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკა აზარტული თამაშების სფეროს ხარჯზე არ გაზრდილა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, თუ რის ხარჯზე ფიქსირდება საქართველოში ეკონომიკური ზრდა, მინისტრმა განაცხადა, რომ მაჩვენებლის მატება არ უკავშირდება აზარტულ თამაშებს.

„არასწორია ინფორმაცია, თითქოს ეკონომიკა აზარტული თამაშების სფეროს ხარჯზე გაიზარდა. ჩვენ, პრაქტიკულად, ყველა დარგში გვაქვს ზრდა, გარდა – მომპოვებელი ინდუსტრიისა. ამ დარგში, დაახლოებით, იგივე დონეა შენარჩუნებული. სხვა, გადამამუშავებელ, სოფლის მეურნეობის, მომსახურების სფეროს, სასტუმროების, ტურიზმის დარგებში არის ზრდა. ყველაზე დიდი, 110%-ზე დიდი ზრდა ფიქსირდება მშენებლობა-დეველოპმენტში”, – განაცხადა თურნავამ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ირაკლი კობახიძე – 2024 წლამდე არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხაადებით, 2024 წლამდე, არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. როგორც მან განმარტა, 19 აპრილის შეთანხმების...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img