20.04.2024
- Advertisement -spot_img

ნათია თურნავა – ინფიცირების საგანგაშო ციფრებია, მარტო მთავრობას ძალიან გაგვიჭირდება თუ საზოგადოება გვერდით არ დაგვიდგება

ინფიცირების საგანგაშო ციფრებია და შესაბამისად, თუკი საზოგადოება მასობრივი ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში გვერდით არ დაგვიდგება, მარტო მთავრობას ძალიან გაგვიჭირდება, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ხედავთ, რომ გარკვეული პოზიტიური ტენდენციებია, მათ შორის გამოქვეყნდა ივნისის თვის საგარეო ვაჭრობა და ექსპორტი გაზრდილია 30%-ით, ადგილობრივი ექსპორტი გაზრდილია 40%-ით, ეროვნული ვალუტაც უმჯობესდება და მყარდება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პოზიტიური ტენდენცია გამტკიცდეს. ერთადერთი რამაც შეიძლება ხელი შეგვიშალოს არის პანდემია. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ უკვე ინფიცირების საგანგაშო ციფრებია და შესაბამისად, თუკი საზოგადოება გვერდში არ დაგვიდგება მასობრივი ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში, ძალიან გაგვიჭირდება მარტო მთავრობას, რომ უზრუნველვყოთ მაღალი ტემპები ვაქცინაციის, დღეში მინიმუმ 20-30 ათასი ვაქცინაცია, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ არ შეგვეშალოს ხელი ეკონომიკის აღდგენაში. ჩვენ ვაქცინების საკმარისი რაოდენობით უზრუნველვყავით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები იხსნება და წინაპირობა არის იმისთვის, რომ ვაქცინაცია ჩატარდეს შეუფერხებლად“ , – განაცხადა თურნავამ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img