„ყოვლად მიუღებელია ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა, ჟურნალისტებზე თავდასხმა და რასაკვირველია, ვგმობთ ამ ძალიან სამწუხარო ფაქტს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტის კომენტირებისას.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, ეს არის პირადად მისი და მთავრობის დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ.