17.09.2021
- Advertisement -spot_img

ნათია თურნავა “ნამახვანჰესზე” – ხელშეკრულების ზოგიერთი მუხლი არის საკმაოდ პრობლემატური

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ეჭვგარეშეა, რომ „ნამახვანჰესი“ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია, მაგრამ ის უფრო სრულყოფილი ფორმით უნდა აშენდეს.

როგორც თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ხვალიდან იწყება მედიაციის პროცესი, სადაც ჩართულები იქნებიან როგორც სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები და იმედოვნებს, რომ „რიონის ხეობის მცველებიც იქნებიან ჩართული“. მისივე თქმით, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება ინვესტორთან და მათი ამოცანაცაა, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტი მშვიდ ვითარებაში აშენდეს.

„აქამდე არ გვქონია ასეთი მსხვილი ენერგეტიკული პროექტის განხორციელების გამოცდილება. რამდენი ათწლეულია ასეთი დიდი ობიექტი არ აშენებულა. აქედან გამომდინარე, ჩვენც ვსწავლობთ გზადაგზა, თუ როგორ შეიძლება დაიხვეწოს აქ კანონმდებლობა“, – განაცხადა თურნავამ.

ნათია თურნავას განცხადებით, ინვესტორისთვის 99 წლის ვადით მიწის გადაცემა დაშვებულია, თუმცა ეს კითხვებს და პრობლემებს იწვევს.

„ჩვენ მართლაც ვნახეთ, რომ ხელშეკრულების ზოგიერთი მუხლი არის საკმაოდ პრობლემატური და იწვევს სხვადასხვა კითხვებს მოსახლეობაში. პირველ რიგში, ეს ეხება კალაპოტის ნაწილის ხანგრძლივი ვადით იჯარაში გადაცემას. რა თქმა უნდა, ეს ვადა დაშვებულია, 99 წელი არის მაქსიმალური ვადა, მაგრამ რეალურად, ეს იწვევს კითხვებს, იწვევს პრობლემებს.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ახლა ვახორციელებთ მოლაპარაკებებს ინვესტორთან. ძალიან კარგია, რომ ინვესტორი ამას გაგებით ეკიდება. მათი ამოცანაც არის, რომ პროტესტი არ იყოს და მშვიდ ვითარებაში აშენდეს ეს პროექტი, რომელიც სწორედ ქართული ენერგეტიკის თვალსაჩინო პროექტი იქნება. ვფირობთ, რომ მივაღწეთ შეთანხმებას ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

მეგის ქარდავას ექსტრადირება. 11 საქმიდან ხუთზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ექვსზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.

1tv.geმეგის ქარდავას მიმართ წარდგენილი ერთ-ერთი ბრალდება უვადო პატიმრობას ითვალისწინებსმეგის ქარდავას ექსტრადიციასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img