06.08.2021
- Advertisement -spot_img

ნათია თურნავა – სახელმწიფო ოჯახებს შვილის შეძენისას, ბინისთვის აღებული სესხის სულ მცირე 6%-ს დაუფინანსებს, ხოლო მესამე და მომდევნო შვილებზე – 8%-ს

მთავრობა იპოთეკური სესხის პროცენტის თანადაფინანსებას იწყებს იმ ოჯახებისთვის, ვისაც ეყოლება ახალშეძენილი შვილი და მოინდომებენ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ახალი ბინის შეძენას.

“სპეციალური პროგრამა, რომელიც მოვამზადეთ და ვფიქრობთ, ძალიან მოთხოვნადი და აქტუალურია, არის პროგრამა ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიმართულებით”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის – „ეკონომიკა – 2030″ პრეზენტაციისას.

„ჩვენ აქ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ მრავალშვილიან ოჯახებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ან მეორე შვილის შეძენისას, დღევანდელი მოცემულობით, ჩვენს მიერ მოხდება ბინის შესაძენად აღებული სესხის სულ მცირე 6%-ის თანადაფინანსება, ხოლო თუკი საუბარია მესამე ან ყოველ მომდევნო შვილზე, აქ საუბარია 8%-იან თანადაფინანსებაზე, რაც პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ პროცენტის უდიდესი ნაწილი სახელმწიფოს მიერ იქნება გაღებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, ჩვენს მომავალზე ორიენტირებული პროგრამა და როგორც კი ის დამტკიცდება და ამოქმედდება და ეს უახლოეს პერიოდში მოხდება, ვფიქრობ, ბევრი ოჯახი ისარგებლებს ამ პროგრამით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ირაკლი კობახიძე – 2024 წლამდე არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხაადებით, 2024 წლამდე, არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. როგორც მან განმარტა, 19 აპრილის შეთანხმების...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img