18.04.2024
- Advertisement -spot_img

ნათია თურნავა – „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმის ფარგლებში შეიცვლება მენეჯმენტი და სტრუქტურები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სხვადასხვა მიმართულებით „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირება იგეგმება. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, „საპატრიორო ფონდი“ უფრო თანამედროვე სტრუქტურად უნდა ჩამოყალიბდეს. ასევე, რეფორმის ფარგლებში შეიცვლება მენეჯმენტი და სტრუქტურები და რებრენდინგის შემდეგ მას დაერქმევა „საქართველოს განვითარების ფონდი“.

„დიდი ხანია „საპარტნიორო ფონდთან“ ერთად ვმუშაობთ ამ მნიშვნელოვანი ჰოლდინგის რეფორმირებაზე სხვადასხვა მიმართულებით. დღეს უკვე ჩამოყალიბებულია კანონპროექტი, რომელიც სულ მალე წარედგინება მთავრობას და შემდეგ უკვე პარლამენტს დასამტკიცებლად. ამ კანონპროექტის მიხედვით, პირველ რიგში, მოხდება „საპარტნიორო ფონდის“ რებრენდინგი, მას დაერქმევა „საქართველოს განვითარების ფონდი“. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ რა თქმა უნდა, მთლიანად არ ასახავს იმ სიახლეს, რასაც „საპარტნიორო ფონდთან“ მიმართებით ვგეგმავთ. „საპარტნიორო ფონდი“, როგორც ინსტრუმენტი, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში ბიზნესს დაფინანსების სხვადასხვა დივერსიფიცირებული მექანიზმები სჭირდება, მათ შორის კაპიტალი, რომლის წყაროსაც წარმოადგენდა დღემდე „საპარტნიორო ფონდი“, თუმცა, უფრო თანამედროვე სტრუქტურა უნდა იყოს შექმნილი. იარსებებს დამოუკიდებელი, პროფესიული ნიშნით შერჩეული სამეთვალყურეო საბჭო, დღემდე სამეთვალყურეო საბჭოში უშუალოდ მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ“, – განაცხადა თურნავამ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img