20.04.2024
- Advertisement -spot_img

ნავალნის შემთხვევაშიც “იურიდულ” საკითხს არავინ განიხილავს გარდა პუტინისა და ლავროვისა

კოკი იონათამაშვილის პოსტი

“რამდენმა ადამიანმა იცის რატომ დაიჭირეს ნავალნი? რამდენმა ევროპელმა და რამდენმა ამერიკელმა იცის რა მუხლით მიესაჯა ციხე ნავალნის? ამ დროს სამართლებრივად, იურიდიულად ყველაფერი ზუსტად გააფორმეს რუსებმა, შესაძლოა გაცილებით უკეთ ვიდრე რომელიმე ევროპული ქვეყნის მართლმსაჯულება მოახერხებდა ამას. მაგრამ მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ნავალნი პოლიტიკური პატიმარია და მსოფლიო ლიდერთა დღის წესრიგში ეს საკითხი ძალიან მყარად ჩაიბეჭდა ზუსტად ასე – ნავალნი, რუსეთის პოლიტიკური პატიმარი, კითხვის ნიშანიც არ დგას. “იურიდულ” საკითხს არავინ განიხილავს გარდა პუტინისა და ლავროვისა. ნიკა მელია დააკავეს გავრილობის მოწვევის და მისი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში კოტრიალობის გამო აღშფოთებული ხალხის პროტესტის დროს განხორციელებული ქმედების გამო. დააკავეს ადამიანი, რომელიც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერია. ამას აკეთებს ხელისუფლება რომელსაც არც საკუთარ ხალხთან და არც უცხოეთში პარტნიორებთან საუბარი არ ეხერხება.”

შეგახსენებთ, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს  სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შევიდა და ნიკა მელია დააკავა. პარტიის ოფისში სამართალდამცველები გამთენიისას გამოჩნდნენ.

სპეცრაზმებელი შენონაში შევიდნენ როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. მათ პირველი საართული გაათავისუფლეს, იქ მყოფი ადამიანები გარეთ გაიყვანეს და მოგვიანებით ნიკა მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა. აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს.

მომხდარის გამო საქართველოს მთავრობას დილიდან საყვედურობს უცხოელ დიპლომატთა ნაწილი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img