19.04.2024
- Advertisement -spot_img

NDI-ის კვლევა – მათი ნახევარი, ვინც პანდემიისას მთავრობისგან რაიმე სახის ფინანსური დახმარება მიიღო, ამბობს, რომ ეს დახმარება საკმარისია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მოქალაქეების 50 პროცენტი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის საპასუხოდ მთავრობის მიერ შემუშავებული ეკონომიკური გეგმა ეფექტურია. მათი ნახევარი, ვინც პანდემიის პერიოდში მთავრობისგან რაიმე სახის ფინანსური დახმარება მიიღო, ამბობს, რომ ეს დახმარება საკმარისია.

კონკრეტულად, კვლევის თანახმად, იმ გამოკითხულების 48 პროცენტმა, რომელთაც მიიღეს დახმარება, განაცხადეს, რომ ეს საკმარისი იყო, ხოლო 52-ისთვის დახმარება არ აღმოჩნდა საკმარისი.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.​​ NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img