20.04.2024
- Advertisement -spot_img

ნიკა მელია – არ დაბრუნდება 90-იანი წლები, ყოფას გიტირებთ “კანონიერო ქურდებო”, “კანონიერი ქურდების” ჭაჭანი ვერ იქნება

დედას გიტირებთ “კანონიერო ქურდებო”, როგორც გინდათ, ისე გაიგეთ – დედას გიტირებთ, “კანონიერო ქურდებო”, ვიმეორებ, დედას გიტირებთ, რადგან თქვენ პარავთ მომავალს ჩვენს ქვეყანას და სახელმწიფოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ ბათუმში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა.

„ვემზადებით ლავასოღლების და “კანონიერი ქურდების” დასამარცხებლად. არ ვიცხოვრებთ იმ ქვეყანაში, სადაც “კანონიერი ქურდი” და კრიმინალი იქნება დომინანტი. არ დაბრუნდება 90-იანი წლები. ყველა “კანონიერ ქურდს” სახეში სილა მოხვდება ქართველი ერისგან და ამას მე პირადად სიამოვნებით გავაკეთებ.

განა პოლიციელებმაც არ იციან, რომ კანონიერ ქურდებს ბიძინა ივანიშვილმა ძალაუფლება მისცა და თან ათანამშრომლებს სუს-თან? როდესაც პოლიციელი ხარ და ხედავ, რომ „ქართულ ოცნებას“ პარტიული აქტივი მოჰყავს, ძალადობენ და ვერაფერს აკეთებენ. პოლიციელები “კანონიერ ქურდებს” ტყვეობაში ჰყავთ აყვანილი. კრიმინალი არის დასამარცხებელი, რომელიც უკვე ხელისუფლების სახით არის წარმოდგენილი, მათ შორის ბათუმში – ვიღაც ლავასოღლი. რატომ უნდა იცოდნენ ვიღაც კრიმინალის, მოძალადის, ჩემი და თქვენი შვილების მომავლის მომპარავის სახელი და გვარი უმცროსი თაობის წარმომადგენლებმა? ვერცერთი “კანონიერი ქურდი” ვერ გაიხარებს. ლავასოღლი, ყოფას გიტირებ, პირდაპირ გეუბნები, ყოფას გიტირებ“, – აღნიშნა მელიამ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img