04.12.2021
- Advertisement -spot_img

ნიკა მელია – დადის ირაკლი ღარიბაშვილი რაიონიდან რაიონში და იწყევლება, იწყევლება, იწყევლება

დადის ირაკლი ღარიბაშვილი და მადლობა მას კვლავ და იწყევლება რაიონიდან რაიონში. იწყევლება, იწყევლება, იწყევლება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მელიას თქმით, „ქართული ოცნებას“ სამგრელოში არჩევნები წაგებული აქვს.

„ქართულ ოცნებას“ , ბატონ ღარიბაშვილს, ბატონ ივანიშვილს და სხვებს არანორმალურად არ მოსწონთ ჩვენი მშვიდი რეაგირება, ჩვენი მშვიდ კალაპოტში ყოფნა და კამპანიის ასე წარმოება. რატომ ვართ ჩვენ მშვიდად, რატომ ვაწარმოებთ ჩვენ კამპანიას ისე, როგორც ვაწარმოებთ?! იმიტომ, რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს, იგრძნობა, რომ საზოგადოებრივი მხარდაჭერა ყოველდღიურად არის მზარდი და ვართ მომავალზე ორიენტირებული.

ჩვენი ფიქრები, ჩვენი ენერგია და დრო გვინდა მოხმარდეს მომავალზე ფიქრს და არ ვიყოთ შესული ბატონ ღარიბაშვილთან ამ გაუთავებელ იწილო-ბიწილოში, იწილო-ბიწილოთი და ამ პოლიტიკური „პინგ-პონგით“ არ გვინდა დავკავდეთ. არჩევნებს არათუ აგაბენ სამეგრელოში, ჩათვალეთ, რომ წაგებული აქვთ. მე არც კი ვუშვებ იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება რაიმე მოიგოს სამეგრელოში. მეტსაც გეტყვით, დიდი სხვაობით წააგებს. ბატონი ღარიბაშვილი, რაც უფრო გააგრძელებს ბატონ კალაძესთან ერთად და ბატონმა კალაძემ აჯობა უკვე ბატონ ღარიბაშვილს ზიზიღის ფრქვევით, მით უფრო დიდი სხვაობით გაიმარჯვებს გაერთიანებული ოპოზიცია თბილისში. გამარჯვება იქნება დამაჯერებელი. სპეცრაზმით, პროკურორებითა და თოფიანი ადამიანებით საზოგადოებას ხელს ვერ გადაუწვენ და ვერ გადაუგრეხენ. ეს ხომ, გამორიცხულია.

პოლიციის უამრავმა ღირსეულმა თანამშრომელმა, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირმა თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა და ბევრი მათგანი, როგორც ჩანს, კიდევ დატოვებს, იმიტომ, რომ არსებობს ღირსება, მუნდირი პოლიციელისთვის, რომელსაც შეურაცხყოფა ვერც ღარიბაშვილმა და ვერც სხვამ ვერ უნდა მიაყენოს. ამიტომ, ამ ყველაფერს ითვალისწინებენ, მძიმე მდგომარეობაში არიან. უბრალოდ, დადის ბატონი ღარიბაშვილი და კვლავ იწყევლება რაიონიდან რაიონში“, – აცახდებს მელია.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ნიკა მელია სუს-ში დაიბარეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ამის შესახებ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" თავად წერს. “რეჟიმის პარანოია გრძელდება. სიამოვნებით ჩავიბარებ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img