24.04.2024
- Advertisement -spot_img

ნიკა მელია ენმ-ს პარლამენტში შესვლაზე – ყველა კოლეგას უნდა დაველაპარაკო და მივიღო გადაწყვეტილება

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განმარტებით, მისი პარტიის პარლამენტში შესვლაზე გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა და ეს გადაწყვეტილება კონსულტაციების შემდეგ უნდა მიიღონ. როგორც მელიამ სასჯელაღრსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა, გადაწყვეტილება უნდა იყოს “პრაგმატული და რაციონალური”. 

“მჭიდრო კონსულტაციები გაიმართება ბლოკ “ნაციონალური მოძრაობის” ფარგლებში, უშუალოდ პარტიაში, მეგობრებთან და ასევე არასაპარლამენტო პარტიის ლიდერებთან, იმ პარტიებთან, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ. ამას დაჭირდება არაერთი დღე იმისათვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ.

პარტიაში განსხვავებული პოზიციებია ამ საკითხზე. ერთ საათში რომ კენჭისყრა ჩაატარო, პარტია “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში უნდა შევიდეს თუ არა, მეც კი ვერ გეტყვით, რა შედეგით დასრულდება. მე გარდა იმისა, რომ პარტიასთან, ჩემს მეგობრებთან, ოჯახის წვერებთან ვაპირებ ამ საკითხების დეტალურად გავლას, ყველა ჩემს კოლეგას უნდა დაველაპარაკო და მივიღო გადაწყვეტილება. 

გადაწყვეტილება უნდა იყოს პრაგმატული, გადაწყვეტილება უნდა იყოს რაციონალური. ამ ბრძოლის გამარჯვების გვირგვინი ვერანაირად ვერ ვიქნები რადგან ეს პოლიტიკური ციხე დავტოვე”, – განაცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img