20.04.2024
- Advertisement -spot_img

ნიკა მელია – ირაკლი ღარიბაშვილი რომ გიწოდებს უინტელექტოს, მიწა უნდა გასკდეს და ცა ჩამოვარდეს

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე და ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია ეხმაურება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც გუშინ თქვა, რომ ნიკა მელია კრიმინალი და უინტელექტოა. მელიას თქმით, ღარიბაშვილი რაც უფრო მეტად გამოჩნდება ტელევიზიებით, მით უკეთესი იქნებასაზოგადოებისთვის.

“კრიმინალი, ზონდერი, უინტელექტო… იცით, აი ბატონი ღარიბაშვილი რომ გიწოდებს უინტელექტოს, უცებ უნდა გასკდეს მიწა და ჩავარდეს… ცა უნდა ჩამოვარდეს და მიწა გასკდეს და ჩავარდეს, ეს ნახევრად ხუმრობით. რას ვიზამთ, ენას ძვალი არ აქვს, ბატონი ღარიბაშვილი მისდა გასაკვირად და ბევრისთვის პარადოქსალურად, ჩვენს საარჩევნო კამპანიაში გვეხმარება. ჩვენთვის ზურგის ქარის ფუნქციას ასრულებს. აქაც საქმე გვაქვს შეჩვევასთან, აღარ უკვირს ადამიანებს. პრემიერმინისტრი დილით ადრე დგება, შარვალს იცმევს, კოსტუმს იცმევს, ჰალსტუხს იკეთებს, მედიას გეძახით და იწყევლება, იწყევლება, იწყევლება. მეტს არაფერს აკეთებს, დაავიწყდა რა როლს თამაშობს, ის ასრულებდა ავად თუ კარგად პრემიერ-მინისტრის როლს, ღარიბაშვილი რაც უფრო მეტად გამოჩნდება ტელევიზიებით, მით უკეთესი საზოგადოებისთვის.” – განაცხადა მელიამ დედაქალაქის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img