23.11.2024

ნიკა მელია – ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა – 8 ნოემბერს, გამარჯვება თავისუფლების მოედნიდან უნდა დავიწყოთ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა და მათი ბრძოლა გამარჯვებამდე გრძელდება.

„ხვალ, 8 ნოემბერს, 20:00 საათზე, თავისუფლების გამარჯვება თავისუფლების მოედნიდან უნდა დავიწყოთ. ყველანი იქ, სადაც საქართველოს ისტორია არაერთხელ დაწერილა. ძალიან დიდი მადლობა, გამხნევდით და ყველაფერი მაგრად იქნება. ისტორიის წინაშე ქართული საზოგადოება დამარცხებული არასდროს გამოსულა და არც უახლოეს მომავალში გამოვა. ჩვენ გავიმარჯვებთ სიმართლის სახელით.

მინდა მოგმართოთ ქართველ პატრიოტებს, ჩვენი სამშობლოს გულშემატკივრებს. ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა, როგორც იცით, უკვე ამოიწურა და ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიკვდილით დასჯის განაჩენი არ გააუქმა, აპირებს ბოლომდე მიიყვანოს მისი აღსრულება.

მინდა განვაცხადო და პირობა დავდო ჩემი და ჩემი მეგობრების სახელით, რომ ეს არ მოხდება. ჩვენ გადავარჩენთ ამ ქვეყნის ღირსებას. ქვეყნის ღირსება ვერ იქნება დაცული თუ ჩვენ, ახლა, უკვე მეორეჯერ საქართველოს კიდევ ერთ პრეზიდენტს მოვუკლავთ. დღეს, სწორედ სააკაშვილის ტყვეობა არის ყველაზე უფრო თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ საქართველო დგას ისტორიულ გზაჯვარედინზე – დასავლეთი თუ რუსეთი. დასავლური საქართველო ითხოვს სააკაშვილის თავისუფლებას, რუსული საქართველო კი ბედნიერია მისი ტყვეობით და მის სიკვდილს ელოდება. სწორედ ამიტომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გადარჩენაზე გადის დღეს ჩვენი ისტორიული არჩევანის ხაზი – ვირჩევთ დასავლეთს, თუ ვირჩევთ რუსეთს. შევძლებთ თუ არა ჩვენს შთამომავლებს ჩვენს შვილებს გამართულად და სირცხვილის გარეშე ჩავხედოთ თვალებში, თუ ჩვენი თანამონაწილეობით დაიწერება ჩვენი სამშობლოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე შავ-თეთრი ფურცელი, რასაც არ დავუშვებთ. სააკაშვილის გადარჩენა არის სიმბოლო ივანიშვილის დამარცხების და საქართველოს ნათელი მომავლის გამარჯვების. ჩვენი ბრძოლა არის საბოლოო და გადამწყვეტი. ჩვენ სხვა უფლება გარდა გამარჯვებისა აღარ გვაქვს, ყველა ხაზი გადალახულია და არის რისკი, იმისა რომ ავტორიტარული ბანანის რესპუბლიკას დავემსგავსოთ, რომელიც სიღარიბეში იხრჩობა და რუსეთის უბრალო ვასალი და შემსრულებელია. ეს ყველაფერი ხდება ჩვენს თვალწინ ეს რისკი დგას ხელშესახები”, – განაცხადა მელიამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img