29.03.2024
- Advertisement -spot_img

ნიკა მელია – ორი გამოსავალია, ან კრიმინალი დაიხსნა ცივილიზებულმა სამყარომ ჩემი სახით, შეიძლება იერით ვგავდე კიდეც კრიმინალს, არ ვიცი, ან – პოლიტიკოსი

სამი თვის განმავლობაში, რასაც ციხის საკნიდან მე თვალ-ყურს ვადევნებდი, ჩემთვის მკაფიოდ თვალშისაცემი გახდა ერთი მთავარი, რბილად რომ ვთქვათ, დეფექტი ამ რეჟიმისა. ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რაც ბიძინა ივანიშვილმა როგორც ოლიგარქმა შექმნა ჩვენთვის, მოსახლეობისთვის, არის მკვეთრი პოლიტიკური ნიშნით საზოგადოების დაყოფა და რადიკალიზაცია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, “ორი გამოსავალია: ან კრიმინალი დაიხსნა ცივილიზებულმა სამყარომ ჩემი სახით, შეიძლება იერით ვგავდე კიდეც კრიმინალს, არ ვიცი, ან – პოლიტიკოსი, ორივე შემთხვევაში, ამ ხელისუფლებისთვის საფრთხე ვიქნები.”

როგორც მელიამ განმარტა, ის სამი თვის განმავლობაში მიმდინარე პროცესებს თვალს ადევნებდა. მისივე თქმით, არავის უნდა ეგონოს, რომ პატიმარი, განსაკუთრებით, პოლიტიკოსი, თუ ოთხკედელშია, რაიმე სახით რეალობას მოწყვეტილია.

„სამი თვის განმავლობაში, რასაც ციხის საკნიდან მე თვალ-ყურს ვადევნებდი, ჩემთვის მკაფიოდ თვალშისაცემი გახდა ერთი მთავარი, რბილად რომ ვთქვათ, დეფექტი ამ რეჟიმისა. ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რაც ბიძინა ივანიშვილმა როგორც ოლიგარქმა შექმნა ჩვენთვის, მოსახლეობისთვის, არის მკვეთრი პოლიტიკური ნიშნით საზოგადოების დაყოფა და რადიკალიზაცია. ეს არის ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა. აქედან კიდევ უფრო კარგად ჩანს და ცდება ყველა ის ადამიანი, ვისაც ჰგონია, რომ პატიმარი, განსაკუთრებით, პოლიტიკოსი, თუ ის ოთხკედელშია, რაიმე სახით მოწყვეტილია იმ რეალობას, რომელიც საკნის მიღმაა. პირიქით, აბსოლუტურად ინფორმირებული ვიყავი წვრილმან დეტალებშიც კი და რა თქმა უნდა, ოლიგარქი, რომელიც ამ წლების განმავლობაში მხოლოდ ხელოვნურად, ზიზღის კამპანიის გაღვივებით არის დაკავებული და ხელოვნურად უპირისპირდება ამ კამპანიით არამხოლოდ მის პოლიტიკურ ოპონენტებს, არამედ მედიის, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც. რატომ აკეთებს ამას ბატონი ივანიშვილი, ოლიგარქი? იმიტომ აკეთებს, რომ ამ რადიკალიზაციით თავისი სამობილიზაციო ელექტორატი რაიმენაირად შეინარჩუნოს და ძალიან ბოროტად იყენებს, მანიპულირებს მგრძნობიარე საკითხებით, როგორიც არის, რელიგიური საკითხები, ეთნონაცინალიზმი.

ეს ადამიანი არ ზრუნავს ამ ქვეყნის შორეულ პერსპექტივაზე, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაზე ზრუნავს. რასაც მე თვალ-ყურს ვადევნებდი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, ანუ ოლიგარქის მიერ სხვადასხვა თანამდებობეზე დანიშნული, დასაქმებული ხალხის კომენტარებს, რაც არ უნდა ვთქვა, ამ ადამიანებს საჯარო პოზიციას ვერ შევაცვლევინებ. ეს ადამიანები თუ თვლიან, რომ ჩვენმა პარტნიორებმა თანხა იმიტომ გადაიხადეს, რომ ამით ჩემი ბრალეულობა დაადასტურეს, ამ უსაგნო კამათში შესვლას განა აზრი აქვს? ორი შედეგია – ან, „ქართულ ოცნებაზე“ დაყრდნობით თანხა ჩაერიცხა მძიმე კრიმინალს, როგორსაც მე მიწოდებენ, საერთაშორისოდ უკვე აღიარებულ კრიმინალს, რომელიც ალბათ, კონკურენციას გაუწევს „ქართული ოცნების“ კარზე დასაქმებულ კრიმინალებს, ესეც არ მგონია მათთვის იყოს სასიამოვნო, ეს ნახევრად ხუმრობით, ან მეორე მხრივ, ჩაურიცხეს ხელისუფლებას პოლიტიკოსის გამოსასყიდად. ორი გამოსავალია, ან კრიმინალი დაიხსნა ცივილიზებულმა სამყარომ ჩემი სახით, შეიძლება იერით ვგავდე კიდეც კრიმინალს, არ ვიცი, ან – პოლიტიკოსი. ორივე შემთხვევაში, ამ ხელისუფლებისთვის, ჩემ მეგობრებთან, კოლეგებთან, საზოგადოების აქტიურ წევრებთან ერთად საფრთხე ვიქნები ბიძინა ივანიშვილისთვის”- განაცხადა მელიამ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img