09.12.2021
- Advertisement -spot_img

ნიკა მელია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას, მელიას ადვოკატი ბექა ბასილაია  ადასტურებს.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრად აირჩიეს, რამდენიმე საათში, სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შევიდა და ნიკა მელია დააკავა. პარტიის ოფისში სამართალდამცველები გამთენიისას გამოჩნდნენ.

სპეცრაზმელები შენობაში შევიდნენ როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. მათ პირველი სართული გაათავისუფლეს, იქ მყოფი ადამიანები გარეთ გაიყვანეს და მოგვიანებით ნიკა მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა. აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცველებმა ე.წ. “წიწაკის სპრეი” გაუშვეს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა

ამერიკულმა  Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა. სიის სათავეში კომპანია Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე, მაკენზი სკოტია. Forbes-მა მაკენზი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img